Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ეგვიპტეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა
ambebi.ge
24 November 2017, 20:22
ეგვიპტეში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, "Al Arabiya"-ის ინფორმაციით, საუბარია 200 გარდაცვლილსა და 130 დაშავებულზე. არსებული ინფორმაციით, ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე სუფისტურ მეჩეში პარასკევის ტრადიციული ლოცვის დროს ტერორისტები მეჩეთში შეიჭრნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს იმ ადამიანთა მისამართით, რომლებიც მეჩეთიდან გამორბოდნენ.

ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ჩრდილოეთ სინაის პროვინციის ქალაქ ბირ ალ-აბედში მდებარე მეჩეთზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უწყების განცხადებაში არნიშნულია, რომ საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ. სამინისტრო იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება მსოფლიოში ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ეგვიპტელ ხალხს და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი